04:50 - 16 Jun, 2019
2019-01-12 11:29:12, 1145 ნახვა
აშშ-ის მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერება, ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი აღმოჩნდა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერება ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი აღმოჩნდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ფედერალური მთავრობა უკვე 22-ე დღეა რაც არ მუშაობს. მანამდე 1995-96 წლებში, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს, მთავრობის მუშაობა 21 დღით იყო შეჩერებული. შესაბამისად ახალი რეკორდი დამყარდა. 

მედიის ცნობით, აშშ-ის მთავრობის ნაწილობრივ შეჩერება 800 ათასი სახელმწიფო მოხელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს გარეშე დარჩენას ნიშნავს. 

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი კომპრომისზე წასვლას იქამდე არ აპირებს, სანამ მთავრობისგან მექსიკის კედლის ასაშენებლად ფინანსურ სახსრებს არ მიიღებს. ტრამპი აგრეთვე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით იმუქრება. როგორც მან აღნიშნა, ამის ლეგიტიმური უფლება გააჩნია და განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა სავალდებულო გახდება. ეს თანხა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას მოხმარდება. 

„დემოკრატები“ კედლის მშენებლობის დასაფინანსებლად $5.7 მილიარდს გაცემას ეწინააღმდეგებიან. 

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ 2018 წლის 22 დეკემბერს შეაჩერა




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics