05:48 - 17 Jun, 2019
2019-01-11 17:26:36, 953 ნახვა
ზურაბიშვილი: გადავწყვიტე შეიქმნას ახალი ფონდი, რომელშიც ჩემ ხელფასს გადავრიცხავ

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას სურს ფონდის შექმნა, რომელშიც საკუთარ ხელფასს გადარიცხავს. 

პრეზიდენტის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სხვები მის მაგალითს მიჰყვებიან. მანვე განმარტა, რომ ფონდი ქველმოქმედების და ნოვაციის ხელშეწყობის კუთხით იმუშავებს.

"ასევე ვაკომპლექტებთ ჩვენს გუნდს, დაწყებულია ადმინისტრაციის რეორგანიზაცია. ასევე დავიწყეთ რეგიონებში გასვლა და პირველი გასვლა იყო სამეგრელოში. გაიმართა საახალწლო ღონისძიება ზუგდიდში, ვიყავით ასევე ენგურის ხიდზე და ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივია, რომ დავათვალიერეთ რუხის საავადმყოფო, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა ჯერ კიდევ არ არის ამოქმედებული. მიმაჩნია, რომ უთუოდ პრიორიტეტი უნდა იყოს, რომ ის უახლოეს მომავალში ამოქმედდეს. რადგანაც ახალ ვითარებაში პრეზიდენტის ფონდი გაუქმებულია, გადავწყვიტე, რომ ახალი ფორმები მოვნახოთ იმიტომ, რომ რაღაცა ნაწილი სწორედ ამ კუთხით - ინიციატივების, ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობა აუცილებელია. პრეიზიდენტი ამ ქმედებების ერთგვარი მფარველი უნდა იყოს. მე გადავწყვიტე, რომ მოვძებნოთ ფორმა და ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით, კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც პირველ რიგში მე და იმედი მაქვს, რომ სხვებიც მომყვებიან, გადავრიცხავ ჩემ ხელფასს, რამეთუ მე ვღებულობ უკვე საფრანგეთის პენსიას, რაც მეყოფა სრულებით. ასე რომ, შემიძლია ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რასაც გადავწყვიტავთ ერთად, რომ არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






ილია მეორეს აზრით ქართველ ადამიანს არ ჭირდება სიმდიდრე მას ღმერთის მადლი უნდა
„ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საშიშროებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics