06:09 - 17 Jun, 2019
2019-01-11 12:55:35, 952 ნახვა
იაშვილის კლინიკის დირექტორი - შემთხვევების დინამიკა კლებადია, თუმცა თებერვალ-მარტში გრიპის შემთხვევების მატებას ველოდებით

იაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკაში პაციენტების მიმართვიანობამ დეკემბრის თვესთან შედარებით, იკლო.

როგორც ჩხაიძემ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, H1N1 შტამის ვირუსის პიკი პედიატრიაში ახლა გადავლილია, თუმცა მეორე ტალღას  თებერვალში ელოდებიან.

„დეკემბრის ბოლო კვირა ჯამური მომართვიანობა იაშვილში 483 პაციენტს შეადგენდა, იანვრის პირველ კვირაში ჯამური მომართვა 405 პაციენტი იყო. დღეს დილით იაშვილში წევს 63 პაციენტი წევს, სადაც დადგენილი გვაქვს გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადების კლინიკური ნიშნების მიხედვით. პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში - მათი რიცხვი არ შეცვლილა, დღესაც მკურნალობს სამი პაციენტი. წინა წლების გამოცდილებიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით თებერვალსა და მარტში შემთხვევების მატებას“,- განაცხადა ივანე ჩხეიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






ილია მეორეს აზრით ქართველ ადამიანს არ ჭირდება სიმდიდრე მას ღმერთის მადლი უნდა
„ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საშიშროებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics