13:28 - 24 Jun, 2019
2019-01-11 11:27:57, 276 ნახვა
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. თოვლისა და ლიპყინულის გამო,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

კერძოდ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის  კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ90 (ჯვარი-დიზი) მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, კმ90-კმ186 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე  მოძრაობა  დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.          

ამავე გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე






2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება - საზოგადოების პროტესტის შედეგი
მეუფე იაკობი: მეუფე პეტრე ჯობია ჭკვიანად იყოს და თავის საქმეს მიხედოს, იცის რაც დაემართება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics