05:00 - 17 Jun, 2019
2019-01-09 11:20:29, 699 ნახვა
სამშენებლო ობიექტის უსაფრთხოების მენეჯერი: ჭავჭავაძეზე დაშავებული მუშებიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა

 „ჩვენი მხრიდან რაც საჭიროა ყველანაირად მივაქცევთ ყურადღებას დაშავებულ თანამშრომლებს“, - ამის შესახებ სამშენებლო ობიექტის უსაფრთხოების მენეჯერმა, რატი ცქიტიშვილმა ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მუშები სამსახურში მოვიდნენ, ასევე მისი თქმით, თითოეული მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

„ჩვენი ინფორმაციით, ახლა ვამოწმებთ, დაშავებული არის ჯანში 10 კაცამდე, აქედან ერთი სამწუხაროდ გარდაცვლილია და ერთის მდგომარეობა არის მძიმედ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჩვენი თანამშრომლები ცენტრალურ შესასვლელთან იყვნენ, დაახლოებით იყო 9 საათი დაწყებული, მათ სასწრაფო დახმარების ავტომობილი დაეჯახა. ჩვენი მხრიდან რაც საჭიროა ყველანაირად მივაქცევთ ყურადღებას“, - განაცხადა რატი ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 12 კი, დაშავდა. შინგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






ილია მეორეს აზრით ქართველ ადამიანს არ ჭირდება სიმდიდრე მას ღმერთის მადლი უნდა
„ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საშიშროებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics