13:03 - 19 Jun, 2019
2019-01-08 17:16:30, 1412 ნახვა
ბესელია, ფოფხაძე და გოგიჩაიშვილი მომავალი კვირიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან

უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი  უზენაეს  სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე მომავალი კვირიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ
ჟურნალისტებს კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთანაც აპირებს შეხვედრას.

„შემდეგი კვირიდან დავიწყებთ შეხვედრებს სხვადასხვა ჯგუფებთან, ვინც გამოთქვამს მზადყოფნას, იყოს ამ პროცესის თანამონაწილე. ეს არის პროფესიული წრეები, აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება, რომლებსაც აქვთ ინტერესი, იყვნენ თანამოაზრე ამ პროცესში. ასეთი შეხვედრების დაგეგმვას ვაპირებთ შემდეგ კვირაში. ბევრი ადამიანია შეხვედრების მსურველი. გავმართავთ ასეთ შეხვედრებს, რათა საკითხი არ ჩაიკეტოს ერთ გუნდში და მისი განხილვა ღია იყოს“, - განაცხადა ბესელიამ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics