05:01 - 17 Jun, 2019
2019-01-08 16:23:30, 1234 ნახვა
მდინარაძე - კაჭრეთში ტარდება სემინარი, რომ ხელისუფლების შტოებს შორის კოორდინაცია გაუმჯობესდეს

 „ტარდება სემინარი, შეხვედრა როგორც იცით ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტებიც იმასთან დაკავშირებით, რომ გაუმჯობესდეს კოორდინაცია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, მამაუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ერთგვარი სემინარი და არ განიხილება ის საკითხები, რომელიც უმრავლესობის შიგნით დაპირისპირებას ეხება.

„ტარდება სემინარი, შეხვედრა როგორც იცით ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტებიც იმასთან დაკავშირებით, რომ გაუმჯობესდეს კოორდინაცია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. არის გარკვეული კონკრეტული თემებიც. ძირითადად არის კოორდინაციის და მენეჯმენტის გაუმჯობესება. ეს არის დანერგილი პრაქტიკა დასავლეთის ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სემინარი ამ კოორდინაციის გააუმჯობესებს. საერთოდ არ ყოფილა ის ამბები რაც უმრავლესობაში არის კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ეს სემინარი იგეგმებოდა. ამიტომ არაფერ შუაში არ არის ეს თემა შემიძლია დაზუსტებით გითხრათ. კონკრეტული სია იმ გადაწყვეტილებასთან, რაც მაგალითად მიიღო ფრაქციამ რამდენიმე დღის წინ არაფერ შუაში არ არის. აქ იყო გუნდურობის პრინციპზე საუბარი და აქ იყო რეგლამენტის წესების დარღვევაზე საუბარი. რაც შეეხება ცალკე თემას მოსამართლეების ჩვენ ვთქვით რომ პარლამენტმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ დაჩქარებული რეჟიმით ამ საკითხის განხილვა არ იქნებოდა სწორი და გადაწყვეტილებაც იყო შესაბამისი. არც ერთი სიტყვა და არც ერთი შიდა კამათი არ შეხებია კონკრეტულ პერსონებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






ილია მეორეს აზრით ქართველ ადამიანს არ ჭირდება სიმდიდრე მას ღმერთის მადლი უნდა
„ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საშიშროებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics