13:03 - 19 Jun, 2019
2019-01-08 15:04:03, 719 ნახვა
Washington Post: რქაწითელი შესაძლოა, გახდეს პირველი ღვინო, რომლის დალევაც მარსზე იქნება შესაძლებელი

რქაწითელი შესაძლოა, გახდეს პირველი ღვინო, რომლის დალევაც მარსზე იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ Washington Post-ის სტატიაშია ნათქვამი, სახელწოდებით „თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე“. 

სტატიის ავტორი, ჟურნალისტი ემი ფერის როტმანი წერს, რომ ქართველი მკვლევარები აქტიურად მუშაობენ, იმისათვის, რომ დაადგინონ, თუ რომელი ყურძნის მოშენება იქნება შესაძლებელი წითელ პლანეტაზე.

„მკვლევრებმა უნდა დაადგინონ, რომელი ყურძნის ჯიში გაუძლებს რადიაციას, მტვრის ქარიშხალს და მარსზე არსებული გარემოს სხვა გამოწვევებს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ვინ არ ისურვებდა მარსული ღვინით სავსე ჭიქას, როდესაც ახალ პლანეტაზე ახალ წელს შევხვდებით?“, - წერს როტმანი.

ჟურნალისტი ამბობს, რომ პროექტში მეწარმეები და აკადემიური წრეების წარმომადგენელბი არიან ჩართული. გარდა ამისა, გამოცემის ინფორმაციით, წელს პროექტის მონაწილეები გეგმავენ, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში პირველი ე.წ. ვერტიკალური ბაღი გახსნან.

Washington Post-ის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ვერტიკალური მებაღეობა ადამიანის ჩართულობას და მზის სინათლეს მხოლოდ მინიმალურ დონეზე საჭიროებს. ჟურნალისტი ამბობს, რომ მსგავსი პროექტი წარმატებით განხორციელდა პერუში, სადაც მარსზე არსებული გარემოს მსგავს პირობებში კარტოფილი მოიყვანეს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics