04:58 - 17 Jun, 2019
2019-01-08 11:08:06, 958 ნახვა
მსახიობ რეზი ნასიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, რეზი ნასიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ.

გამოძიება მას ძალადობას ედავება.

ნასიძე სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე მას შემდეგ დააკავეს, რაც წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში ერთ-ერთ ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა.

რეზი ნასიძის დედის, თამარ ნიშნიანიძის მტკიცებით კი, მის შვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ვირუსი ჰქონდა, ცოტა უფრო ადრე კი, ჰაიმორიტი, რის გამოც კლინიკაში მივიდა ექიმებმა ყურადღება არ მიაქციეს, ინციდენტის პროვოცირება კი სწორედ ექიმების მიერ მოხდა.

ამ დროისთვის ნასიძე ინფექციურ საავადმყოფოში, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას.

ცნობისთვის, გამოძიება ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






ილია მეორეს აზრით ქართველ ადამიანს არ ჭირდება სიმდიდრე მას ღმერთის მადლი უნდა
„ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საშიშროებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics