22:08 - 20 Jul, 2019
2019-01-07 20:46:21, 1013 ნახვა
უგულავა: საქართველოს მთავრობას მართლმადიდებლობა ეკლესიაში ჩოხაში გამოწყობილი დგომა ჰგონია

“ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს აკრიტიკებს, რომელმაც უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

“მორიგი სირცხვილი საქართველოს მთავრობისგან. ამათ მართმადიდებლობა ეკლესიაში ჩოხაში გამოწყობილი დგომა ჰგონიათ. ამხელა მოვლენა მოხდა სამართმადიდებლოში, უკრაინელ ხალხს მაინც მიულოცე! არა აქვს ამას გამართლება, სულ რომ “კორექტულობას“ იცავდე, შიდაეკლესიურ მოვლენად მიგაჩნდეს და ჩვენი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას ელოდებოდე. ეს უბრალოდ პოლიტიკური სიბეცე და სირცხვილია! ვულოცავ უკრაინელებს ავტოკეფალური მართმადიდებლური ეკლესიის დაფუძნებას. აბა გამოვიდეს და თქვას ვინმემ რომ კიევს, სადაც საქართველოს მსგავსად ანდრეა პირველწოდებულმა იქადაგა ქრისტეს სახარება, ეს არ ეკუთვნოდა გინდ საეკლესიო წესით, გინდაც პოლიტიკურად“, - წერს გიგი უგულავა. Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics