13:04 - 19 Jun, 2019
2019-01-07 19:01:19, 1124 ნახვა
ფოფხაძე - ვთხოვ ივანიშვილს, ნუ გააწბილებს ქართველ ხალხს, რომელსაც მეორე ტურის წინ დავუჩოქეთ

 „ვთხოვ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ნუ გააწბილებს ქართველ ხალხს, რომელსაც არ უნდა ჩინჩალაძე და სააკაშვილის მოსამართლეები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა,  მმართველმა გუნდმა მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები უნდა შეასრულოს.

„ვთხოვ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ნუ გააწბილებს ქართველ ხალხს, რომელსაც არ უნდა ჩინჩალაძე და სააკაშვილის მოსამართლეები. მე და ბატონი ბიძინა როგორ ვიქნებით ერთმანეთთან პირნათელი, მაგაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ იმაზე, თუ როგორ ვიქნებით პირნათელი ხალხთან. ამ ხალს მეორე ტურის წინ დავუჩოქეთ, რომ ნუ გაგვწირავთ, უკეთესები გავხდებითო, გავხდეთ უკეთესები“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics