16:12 - 22 Jul, 2019
2019-01-07 17:44:49, 912 ნახვა
ბესელია: ძალადობრივ რეჟიმთან ასოცირებული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა არ შეიძლება

ძალადობრივ რეჟიმთან ასოცირებული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა არ შეიძლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ TV პირველის ეთერში განაცხადა. 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესები საკმაოდ რთული იყო.

 

"სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესები იყო საკმაოდ რთული შიგნით და პირველი წინააღმდეგობრივი პოზიცია გაჩნდა 2017 წელს, როდესაც დადგა საკითხი, რეფორმის პარალელურად მოსამართლეების უვადო დანიშვნის და რა თქმა უნდა, პარლამენტს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში, როცა მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან ჩარევის უფლება არ აქვს, კონკრეტული კანდიდატები როცა ინიშნება და ეს ითვლება ხელისუფლების შტოებს შორის იმ კონსტიტუციური ჩარჩოს დარღვევად, რომელიც გვიკრძალავს ჩვენ, რომ მეორე ხელისუფლების საქმიანობაში ჩავერიოთ. მაგრამ მაშინ ვთქვი, რომ არ შეიძლებოდა ასე სწრაფად უვადოდ მოსამართლების დანიშვნა იმიტომ რომ ვენეციის კომისიამ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირა ჩვენს პოზიციას, რომ 2024 წლამდე, ვიდრე სისტემა არ გაჯანსაღდებოდა, იქამდე უვადოდ დანიშვნებისგან ​შეეკავებინა თავი სახელმწიფოს და გამოეყენებინა სააპრობაციო, ანუ დროებითი გამოსაცდელი ვადა. ეს იმიტომ ჩაიწერა, რომ არ შეიძლება ის სისტემა, რომელიც იმ ძალადობრივ რეჟიმთან ასოცირდებოდა. არა ყველა, მაგრამ დიდი ნაწილი. ამ სისტემის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics