02:56 - 18 Jun, 2019
2019-01-07 17:38:49, 1055 ნახვა
ეკა ბესელია: ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ცრუობს

„ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავჯდომარე ცრუობს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ TV პირველის ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი კობახიძე ცრუობს, როცა მის თანამდებობიდან გადადგომას მოსამართლეთა სიას არ უკავშირებს და ახსენებს აგვისტოს თვეს, როცა თითქოს მისი სპიკერატში გადაყვანა იგეგმებოდა.

„არ იცვლება ღირებულებები თანამდებობებზე და კაბინეტებზე. ეს მარტივად მესმის მე იმიტო რომ სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია. მაგრამ, რთულად ესმის იმ ადამიანებს ვინც, როგორც ჩანს კაბინეტისა და თანამდებობის გამო ყველაფერს იკადრებს და მათ შორის ისეთ სიცრუეს, რაც მე მოვისმინე. მე ძალიან ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავჯდომარე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ არ არის ეს ის მიზეზი(მოსამართლეების სია), რის გამოც მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და იყო რაღაცა სხვა და ახსენა აგვისტოს თვე. ცრუობს ის რამდენიმე ადამიანიც ვინც ამ ხაზს გაყვა და ცდილობდა იმავე დღესვე რაღაც სხვა ვერსია შეეთხზა, მაგრამ არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ ბუნებაში სხვა ვერსია არ არსებობს“, - აღნიშნა ბესელიამ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics