06:03 - 17 Jun, 2019
2019-01-07 17:34:02, 910 ნახვა
ბესელია: ყველა, ვისაც არ ეზარება, ბიძინა ივანიშვილის სახელით საუბრობს

"ყველა, ვისაც არ ეზარება, ბიძინა ივანიშვილის სახელით საუბრობს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ TV პირველის ეთერში განაცხადა. 

ბესელიას თქმით, ივანიშვილთან სასაუბროთ მას შუამავლები არ სჭირდება. 

"მე არ მჭირდება შუამავლები ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ნუ მელაპარაკებიან მესამე პირით. გუნდი არის ის, ვინც იცავს იმ ღირებულებებს, რის გამოც, ხალხმა მეექვსედ მოგვცა ხმა და ეს არ იყო ადვილი ამ არჩევნებზე. ფასეულობებს თუ დაშორდები, დაშორდები ხალხს, ხალხს თუ დაშორდები, დაემსგავსები იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის შესაცვლელად ბევრი ვიბრძოლეთ ჩვენ და ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის როლი ნამდვილად დიდია", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






ილია მეორეს აზრით ქართველ ადამიანს არ ჭირდება სიმდიდრე მას ღმერთის მადლი უნდა
„ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საშიშროებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics