20:43 - 08 Dec, 2019
2019-01-07 16:55:43, 1306 ნახვა

პოლიტიკა
ბესელიას თქმით, კობახიძე მოსამართლეობის კანდიდატების სიის დაჩქარებულად განხილვას სთხოვდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტის თავჯდოამარე, ეკა ბესელია მოსამართლეობის კანდიდატების სიის დაჩქარებულად განხილვას სთხოვდა.

როგორც ბესელია „TV პირველის“ ეთერში აღნიშნა, მისთვის მიუღებელი იყო აღნიშნული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა.

ამასთან, ყოველთვის იბრძოდა იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც მოსამართლეთა კანდიდატების სიაში არიან.

„პარასკევს სხდომის ჩანიშვნის იდეა ჩემთვის იყო მოწოდებული ირაკლი კობახიძის მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩემდა სამწუხაროდ, მიაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ამ სხდომის ჩატარება პარასკევსვე და ამ სხდომაზე ამ სიის მხარდაჭერა და იმავე დღეს სესიაზე ამ სიის გატანა. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი რამ. ვიდრე შინაარსზე ვისაუბრებდი, თვითონ ფორმაც, სულ რომ იდეალური ყოფილიყო ის სია და არ ყოფილიყო მასში ისეთი გვარები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ძველი რეჟიმის ძალადობრივი სისტემის სასამართლოსთან, რომლის შეცვლასაც წლების განმავლობაში მე და ჩემი მეგობრები ქუჩაში, პლასტიკური ტყვიების, ხელჯოხების, გაზის გამოყენების თუ სპეცრაზმის დარბევის ქვეშ ვიცავდით და არასდროს დაგვიხევია უკან ამ ბრძოლაში... წარმოიდგინეთ მოცემულობა, რომ მე, ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც პოლიტიკაში იმიტომ აღმოვჩნდი, რომ ქვეყანაში არ არსებობდა მართლმსაჯულება და იმაზე უფრო კომფორტული კაბინეტი მქონდა, ვიდრე ახლა ბატონი კობახიძეა შესული. იმაზე უფრო კომფორტულ კაბინეტზე ვთქვი უარი 2006 წელს, როდესაც ადვოკატი ვიყავი, ჩემი საკუთარი კომპანია მქონდა, კომფორტული გარემო და თავისუფლება მქონდა, მაგრამ არ მქონდა სასამართლო. როცა ქუჩაში გავედით და ძალიან ბევრნი ვიბრძოდით, მაგრამ არა ის ადამიანები, ვინც დღეს ღიად გვიპირისპირდება, მე არცერთი მათგანი ბრძოლაში არ მინახავს. 2016 წელს ძალიან ადვილია, გამარჯვებულ გუნდთან მიხვიდე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics