09:26 - 19 Jun, 2019
2019-01-07 14:53:58, 766 ნახვა
მეუფე პეტრე: საეკლესიო სამართლის მიხედვით, როდესაც სახელმწიფო მოიპოვებს დამოუკიდებლობას, მას ავტოკეფალიაც ეკუთვნის

ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით სინოდის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

მეუფე პეტრეს თქმით, ეპისკოპოსები აღნიშნულ საკითხს სიფრთხილით მოეკიდნენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას თავს ვერ აარიდებენ. მეუფე პეტრემ უკრაინელ ხალხს ეკლესიის დამოუკიდებლობა მიულოცა.

"საეკლესიო სამართლის მიხედვით, როდესაც სახელმწიფო მოიპოვებს დამოუკიდებლობას, მას ასევე ეკუთვნის ეკლესიური დამოუკიდებლობა. უკრაინულმა ერმა ეს გზა განვლო და ეს ნამდვილად მისალოცია. მე პირადა ვიზიარებ ამ სიხარულს უკრაინული ერისა და მათი სახელმწიფოებრიობისა. ეს არის სიხარული, რომელიც ჰქონდა 100 წლის წინ ჩვენს წინაპრებს. ეს არის სიხარული, რომელიც უფალმა ქართველ ერს 1990 წელს მიანიჭა. მაშინ ტომოსი გადმოგვცა მსოფლიოს საპატრიარქომ და მივიღეთ ჩვენი ისტორიული ავტოკეფალია. უკრაინულმა ერმა მოიპოვა თავისუფლება და ვფიქრობ, რომ ღმერთი, რომელიც არის სიმართლე, არის მათ მხარეს და ღვთის ხელი ურევია ამ ამბავში. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ სინოდის ბოლო სხდომაზე ჩვენ ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან ტომოსი მაშინ ჯერ არ იყო მიღებული, სხვა ეკლესიის პოზიციაც ჯერ უცნობი იყო ჩვენთვის, ვისურვებდი, რომ მოხდეს სინოდის საგანგებო სხდომის მოწვევა, სადაც დავდგებით სიმართლის მხარეს და ვადიდოთ უფალი. კრიზისი გაარღმავა რუსეთის ეკლესიის მხრიდან არაადეკვატურმა, ომსა და სისხლზე საუბარმა. გააღრმავა ასევე იმან, რომ მათ არ აღმოაჩნდათ დიდსულოვნება, რათა თავად გადაედგათ ეს ნაბიჯი და თავის დროზე თვითონ ყოფილიყვნენ ინიციატორი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისა. ამ კუთხით სინოდის წევრებს შორის არის აზრთასხვადასხვაობა, თუმცა ეს ჯანსაღი პროცესია. საკითხს სიფრთხილით მოვეკიდეთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას თავს ვერ ავარიდებთ", - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ TV პირველის ეთერში. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics