13:06 - 19 Jun, 2019
2019-01-07 14:57:50, 768 ნახვა
კობახიძე: ჩვენი გზავნილები საპატრიარქოსთან და ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბრის საფუძველზე გახმოვანდება

„გვექნება ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბარი, ასევე, გვექნება, ბუნებრივია, საპატრიარქოსთან საუბარი, პატრიარქთან საუბარი, და ამის საფუძველზე გახმოვანდება ჩვენი გზავნილები",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტს უკრაინის ვერხოვნა რადასთან მჭიდრო კავშირი და მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან, განსაკუთრებით, მჭიდროა პარლამენტებს შორის კავშირები, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, მე პირადად - უკრაინის რადას თავმჯდომარესთან. ზოგადად, თქვენ იცით, რომ ძალიან გააქტიურებულია პარლამენტებს შორის ურთიერთობები, ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეაც შევქმენით ჩვენს მოლდოველ მეგობრებთან ერთად. შესაბამისად, თანამშრომლობა არის მჭიდრო, არის აქტიური, ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბარი ამ თემაზეც, ასევე, გვექნება, ბუნებრივია, საპატრიარქოსთან საუბარი, პატრიარქთან საუბარი, და ამის საფუძველზე გახმოვანდება ჩვენი გზავნილები",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ​




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics