20:28 - 16 Jul, 2019
2019-01-04 15:51:35, 1022 ნახვა
დავით ჭიჭინაძე - 76 ცხვარი უნდა გამოჩნდეს პარლამენტში, ვინც ამ მოსამართლეებს ხმას მისცემს

„76 ცხვარი უნდა გამოჩნდეს პარლამენტში, ვინც ამ მოსამართლეებს ხმას მისცემს. ვფიქრობ, არამარტო საკუთარ პოლიტიკურ კარიერაზე, არამედ მათ საგვარეულო ხაზზეც აისახება ეს“, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება შეცდომა იყო.

„ეს იყო დიდი შეცდომა, იმიტომ, რომ შენ როდესაც ერთ-ერთ თანაგუნდელის გამოწვევის საკითხს კენჭისყრაზე აყენებ, პრინციპში, ამ ადამიანებში უკვე დაპირისპირებას და ერთმანეთისადმი უნდობლობას იწვევ. საკუთარი კოლეგის მიმართ ასეთ საქციელს, როცა ერთი ჯგუფის ინტერესებს ემსახურები და მეორე ჯგუფისას ფეხქვეშ თელავ, სხვა რაღაც ჰქვია. ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ არამარტო დაპირებების შესრულება გადადო გვერდზე, არამედ ძალიან ცუდ გზას დაადგა, რომელსაც ადამიანების ღირსების შელახვა ჰქვია. ღირსებაშელახული დეპუტატები ჩვენი საზოგადოებისთვის საკმაოდ მძიმე საყურებელი იქნება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი აღარ იქნება. იგი კომიტეტიდან ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ გაიწვია.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანი საქართველოს განმარტებას სთხოვს
32 სახელისუფლებო ტროლი, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაციას ცდილობს - MDF-ის ანგარიში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics