13:46 - 24 Jun, 2019
2019-01-04 14:36:29, 2465 ნახვა
ქობულია: 2020 წლის ბოლომდე 230-ზე მეტი სასტუმრო და სხვა ტურისტული განთავსების ობიექტი გაიხსნება

 „2020 წლის ბოლომდე საქართველოში 230-ზე მეტი ახალი სასტუმრო და სხვა ტურისტული განთავსების ობიექტი, 22,600 საწოლი ადგილით გაიხსნება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების განთავსების ობიექტები არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც აშენდება, რაც ადგილებზე გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

„სწორედ ამიტომ ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ ტურიზმის სფეროში უკვე დასაქმებულთა ან მომავალში ამ სექტორში დასაქმებით დაინტერესებულთა სწავლებებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე. ჩვენ ვგეგმავთ 4-სეზონიანი ტურისტული ცენტრების განვითარებას, რომელიც მუშახელს დაასაქმებს არა მხოლოდ სეზონურად და ადგილებზე მომიჯნავე დარგებისთვის ყოველწლიური შემოსავლების მიღების წყარო გახდება“,  - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 აღსანიშნავია, 230 ტურისტული ობიექტიდან, 32 მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო აშენდება, საიდანაც 14 ამოქმედდება თბილისში, დანარჩენი სასტუმროები განთავსდება ბათუმში, მწვანე კონცხზე, ქუთაისში, თელავში, აგრეთვე საქართველოს სამთო კურორტებზე - გუდაურში, ბაკურიანსა და გოდერძიზე.

 

 

(NS)

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე






2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება - საზოგადოების პროტესტის შედეგი
მეუფე იაკობი: მეუფე პეტრე ჯობია ჭკვიანად იყოს და თავის საქმეს მიხედოს, იცის რაც დაემართება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics