20:57 - 16 Jul, 2019
2019-01-04 13:18:21, 2076 ნახვა
ბექა ნაცვლიშვილი: ფრაქციის გადაწყვეტილება იყო მიზანმიმართული ქმედება - ფოფხაძის დასჯა გამოვიდა

 „ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუ იურიდიულ კომიტეტს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელსაც მკაფიო პოზიციები არ აქვს ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იურიდიული კომიტეტიდან გაწვევით ფრაქციის წევრებმა გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელიასადმი მხარდაჭერის გამო დასაჯეს. 

„არ არის მკაფიო ანრი ოხანაშვილის პოზიციები მოსამართლეებთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში მისი მკაფიო პოზიცია მათ მიმართ არ მსმენია. ეს იქნება ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუ იურიდიულ კომიტეტს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელსაც მკაფიო პოზიციები არ აქვს ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით. ამ საკითხის მიმართ ეკა ბესელიას დამოკიდებულება უფრო უკეთესად ვიცი, ვიდრე ირაკლი კობახიძის. რადგან ეკა ბესელიას გაცხადებული აქვს ეს, რომ მოსამართლეების საკითხს უკავშირდება მისი გადაწყვეტილება, მე მისი მჯერა. დასჯა გამოვიდა გედევან ფოფხაძის, ასეთი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე“, - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანი საქართველოს განმარტებას სთხოვს
32 სახელისუფლებო ტროლი, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაციას ცდილობს - MDF-ის ანგარიში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics