04:57 - 17 Jun, 2019
2019-01-03 15:32:13, 808 ნახვა
მდინარაძე: პერსონალურ გადაწყვეტილებას მოსამართლეთა მხარდაჭერასთან ან წინააღმდეგობასთან დაკავშირებით ვერ დავაფიქსირებ

"წინასწარ ჩემს პერსონალურ გადაწყვეტილებას მოსამართლეთა მხარდაჭერასთან ან წინააღმდეგობასთან დაკავშირებით ვერ დავაფიქსირებ", -  ასე უპასუხა ფრაქცია " ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას უმაღლეს სასამართლოში მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს კანდიდატურასთან დაკავშირებით.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სახელისუფლებო გუნდი გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებს.

"ჩემი გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც დაემთხვევა გუნდის პოზიციას. ვარ ფრაქციის ხელმძღვანელი და ძალიან მიჭირს ხოლმე წინასწარ პერსონალური გადაწყვეტილების შესახებ საუბარი, რათა გავლენა არ მოახდინოს ფრაქციის სხვა წევრებზე. არც იქნება სწორი, რომ მე წინასწარ დავაანონსო რომელიმე მოსამართლეობის კანდიდატურასთან ჩემი მხარდაჭერა ან წინააღმდეგობა. მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას და მანამდე, ძალიან დიდი ბოდიში, ჩემს პოზიციებს ვერ დავაფიქსირებ", - განაცხადა მდინარაძემ




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






ილია მეორეს აზრით ქართველ ადამიანს არ ჭირდება სიმდიდრე მას ღმერთის მადლი უნდა
„ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საშიშროებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics