20:29 - 16 Jul, 2019
2019-01-03 12:18:09, 804 ნახვა
ქუცნაშვილი პარტიიდან ბესელიას შესაძლო გარიცხვაზე: ჭორიკანა პოლიტიკას არ მივსდევ, კომენტარს ვერ გავაკეთებ

"მე ჭორიკანა პოლიტიკას არ მივსდევ, შესაბამისად, იმ საკითხზე, რაც არ დამდგარა დღის წესრიგში კომენტარს ვერ გავაკეთებ", - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ შეხვედრაზე შესაძლოა ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი განიხილონ.

როგორც მან აღნიშნა, სხდომის დღის წესრიგს პარტიისა და ფრაქციის თავმჯდომარეები განსაზღვრავენ.

"ვერ გეტყვით რა საკითხებს განვიხილავთ, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს 2019 წლის პირველი სამუშაო დღეა და ფრაქცია "ქართული ოცნება" დილიდან იწყებს მუშაობას. ბუნებრივია ფრაქციის თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე შემოგვთავაზებს დღის წესრიგს და შემოთავაზებული დღის წესრიგის მიხედვით მოგვიწევს მუშაობა. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების კანდიდატურების საკითხი არ კარგავს აქტუალობას. პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩვენ საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ამ საკითხს აღარ დავუბრუნდებით. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ თანასწორობის პრინციპი უნდა იყოს დაცული და საქართველოს ყველა იურისტს მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში.  იმიტომ რომ ყველა თანასწორი ვართ კანონის წინაშე", - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე დაარღვია თუ არა გუნდურობის პრინციპი ეკა ბესელიამ, ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
 
"მე ჭორიკანა პოლიტიკას არ მივსდევ და კომენტატორების კომენტატორი არ ვარ. შესაბამისად, ეს იმათ უნდა ჰკითხოთ ვინც ეს თქვა. მეგობრებო არ არის დღევანდელი ჩემი მიზანი ვიმსჯელოთ ფრაქციის ერთი წევრის საქციელის მორალურობაზე. თქვენ ძალიან ცნობისმოყვარე ჟურნალისტები ხართ, მაგრამ ის საკითხი რაც არ დამდგარა დღის წესრიგში, არ შეიძლება წინასწარ განსჯის საკითხი გახდეს. ჯერ დადგეს, მერე განვიხილოთ და ბოლოს შევაფასოთ", - განაცხადა ქუცნაშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანი საქართველოს განმარტებას სთხოვს
32 სახელისუფლებო ტროლი, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაციას ცდილობს - MDF-ის ანგარიში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics