10:02 - 19 Jun, 2019
2019-01-03 11:26:09, 915 ნახვა
ჯაში ბესელიაზე: ვიმსჯელებთ მის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ გარიცხვაზე არანაირი ინფორმაცია არ ყოფილა

"სხდომაზე ეკა ბესელიას გადაწყვეტილების გარშემო ალბათ იქნება საუბარი, მაგრამ გარიცხვის თაობაზე არ ყოფილა არანაირი ინფორმაცია", - ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  "ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრა მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე იმართება.

"პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას მივულოცო ახალი 2019 წელი და დამდეგი შობის დღესასწაული, რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ეს არის მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველი სხდომა, დღის წესრიგის დეტალებზე და შემდგომ მსჯელობაზე შეგვიძლია შეხვედრის შემდგომ ვისაუბროთ. რაც შეეხება ქალბატონი ეკას გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რომ თვითონ გადაწყვეტილების გარშემო ალბათ იქნება საუბარი, მაგრამ გარიცხვის თაობაზე არ ყოფილა არანაირი ინფორმაცია. მე ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენს წევრს აქვს შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, თავს შევიკავებ შემდგომი კომენტარებისგან", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics