02:54 - 18 Jun, 2019
2018-12-31 15:12:48, 1165 ნახვა
მაჭავარიანი: 15 იანვრამდე, „ქართუს“ კარი ღიაა ყველა საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი პირობებს აკმაყოფილებს

15 იანვრამდე, ფონდი „ქართუს" კარი ღიაა ყველა იმ  საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს უკვე დასახელებულ პირობებს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პრობლემური სესხების განულების პროგრამის მიმდინარეობის კომენტირებისას.  

მისი თქმით, ჯერ კიდევ არის რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც არ შემოუერთდა ამ პროცესს.

„ზოგი მათგანი სიებს აზუსტებდა,ზოგისთვის პირობები აღმოჩნდა მიუღებელი. თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 15 იანვრამდე, ფონდი „ქართუს" კარი ღიაა ყველა იმ  საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს უკვე დასახელებულ პირობებს. შესაბამისად, ამ ვადაში მათაც შეეძლებათ შეუერთდნენ აღნიშნულ პროგრამას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics