20:56 - 16 Jul, 2019
2018-12-31 14:06:21, 952 ნახვა
დოლიძე - დღეს ვნახეთ საბჭოს მოსამართლე წევრები, რომლებმაც მანტია გაიხადეს და პოლიტიკურ სათამაშო მოედანზე შევარდნენ

„დღეს ვნახეთ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები, რომლებმაც ფაქტობრივად, გაიხადეს მანტია და პოლიტიკურ სათამაშო მოედანზე შევარდნენ“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

ის საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უმრავლესობის ზოგიერთი წევრის მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობაზე საუბრობდა.

„მათი სურვილია, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ დებატებში იმ ჯგუფის მხარეს, რომლისთვისაც არ ყოფილა არც გირგვლიანის საქმე, არც ზერეკიძის საქმე, არც ყუფარაძის საქმე, არც მოლაშვილის საქმე და არც ერთი საქმე, რომელმაც შექმნა საქართველოს ისტორია და მოიყვანა, სხვათა შორის, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში. ეს მოსამართლეები ამ ქმედებით პირდაპირ არღვევენ ეთიკის კოდექსს, ვინაიდან მათ ეკრძალებათ პოლიტიკური აზრის გამოთქმა და პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანი საქართველოს განმარტებას სთხოვს
32 სახელისუფლებო ტროლი, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაციას ცდილობს - MDF-ის ანგარიში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics