20:31 - 16 Jul, 2019
2018-12-31 10:41:31, 973 ნახვა
ოხანაშვილი: მხარს დავუჭერ სასამართლოში პროგრესს, რომელიც დღეს სახეზეა

 „მე მხარს დავუჭერ სასამართლოში პროგრესს, რომელიც დღეს ცალსახად სახეზეა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი გამჭვირვალედ მოხდება.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, ის მხარს დაუჭერს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარმოდგენილ სიას, ოხანაშვილმა უპასუხა, რომ ეს არ არის „კი“ და „არა“-ს პასუხი.

„არ არის ეს „კი“ და „არა“-ს პასუხი. ყველაფერი მოხდება გამჭვირვალედ, ფართო ჩართულობით, ყველა იმ სუბიექტის, ვინც უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. შესაბამისად, მე მხარს დავუჭერ პროგრესს სასამართლოში, რომელიც დღეს არის სახეზე. პროცესი შეჩერებულია და რომელ სიაზე მეკითხებით, რაზე ვსაუბრობთ?“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანი საქართველოს განმარტებას სთხოვს
32 სახელისუფლებო ტროლი, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაციას ცდილობს - MDF-ის ანგარიში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics