21:25 - 16 Jul, 2019
2018-12-30 19:32:54, 2355 ნახვა
მოვლენები რომლებმაც 2018 წელს მსოფლიო შეცვალა

2018 წელი ისეთი მოვლენებით იყო გამორჩეული, რომელმაც მსოფლიო გეოპოლიტიკური მდგომარეობა, პოლიტიკური ვითარება და ეკონომიკა კიდევ ერთხელ შეცვალა.
მთავარი სიგიჟე 2018 წლის 6 თებერვალს დაიწყო, NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრის ასაფრენიდან, პირველად ისტორიაში, კომპანია SpaceX თავის რაკეტა Falcon Heavy-ს გაუშვა.
Falcon Heavy კომპანიის მიერ დამზადებული ყველაზე დიდი რაკეტაა და მას დედამიწის ქვედა ორბიტაზე 70 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია. ამ რაკეტის ტვირთი მასკის 2008 წლის წითელი Tesla Roadster იქნება. წითელი ფერი კომპანიის ამბიციებზე მიუთითებს, რომელსაც უნდა, რომ ერთ დღეს

წითელ პლანეტა მარსზე ადამიანები გადაასახლოს.

„წითელი მანქანა წითელი პლანეტისთვის“ - თქვა ილონ მასკმა დეკემბრის დასაწყისში. თუ ეს ფაქიზად კოორდინირებული სივრცული „ბალეტი“ იმუშავებს, მასკის ძველი მანქანა მზესა და მარსს შორის ჰიპერბოლურ ორბიტაზე იმოძრავებს.

„რაკეტის ტვირთი Space Oddity-ს დაუკრავს, მარსის მილიარდ წლოვან ელიფსურ ორბიტაზე“ - თქვა მასკმა დეკემბერში.

6 თებერვალს მან მანქანის ფოტოც კი დაპოსტა, რომელშიც მძღოლად მანეკენი იჯდა და მას Starman უწოდა.

ტექნოლოგიებით, რომ გავაგრძელოთ ტექნოოგიური გიგანტების ლიდერებმა, მათ შორის, ილონ მასკმა და Google-ის DeepMind-ის სამმა დამფუძნებელმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რომლის მიხედვითაც პირობას დებენ, რომ არ შექმნიან ფუნქციურად დამოუკიდებელ საბრძოლო იარაღს. ინფორმაციას ამის შესახებ The Verge -ავრცელებს.

 შეთანხმებაზე ხელმომწერები ფიქრობენ, რომ შეიარაღების სისტემა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს სამიზნის ასარჩევად და გასანებელყოფად ადამიანის ჩარევას არ საჭიროებს, მორალურ და პრაგმატულ დილემებს წარმოშობს. ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მანქანამ არ უნდა მიიღოს. პრაგმატული თვალსაზრისით კი ამ გვარი შეიარაღება დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
დოკუმენტს სტოკჰოლმში მოეწერა ხელი .
 საკანონმდებლო დონეზე მსგავსი აკრძალვის შემოღება ქვეყნებისთვის დიდი გამოწვევა იქნება, რადგან უკვე ფართოდ გავრცელებულია ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიარაღების შესაქმნელად. განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებში (აშშ და ჩინეთი), რომლებიც მსგავსი შეიარაღების შექმნაში ყველაზე მეტად არიან ჩართულნი.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის შეხვედრა 16 ივლისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გამართა. დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეხვედრა შეაჯამეს.
“ცივი ომის პირობებშიც კი, როდესაც სამყარო ახლანდელისგან ბევრად განსხვავებული იყო, რუსეთს და აშშ-ს მაინც მჭიდრო დიალოგი ჰქონდათ. ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა უფრო ცუდი, ვიდრე დღესაა, მაგრამ ეს შეიცვალა 4 საათის წინ” - განაცხდა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის შეხვედრები ამით არ დასრულებულა ისტორიული შეხვედრა გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილო კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ისტორიულ სამიტზე ერთმანეთს შეხვდნენ. 

მოლაპარაკების დაწყებამდე ლიდერები ერთმანეთს  მიესალმნენ. „ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ჩვენ ძალიან  მნიშვნელოვანი საუბარი გვექნება და წარმატებულიც“, - განაცხადა ტრამპმა.   ჩრდილო კორეის ლიდერმა უპასუხა, რომ იქ ყოფნა მისთვის ადვილი არ არის, მაგრამ, მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ  გადალახავენ ამ დაბრკოლებებს. 

ამის შემდეგ ლიდერები ერთმანეთს პირისპირ შეხვდენენ და 40 წუთის განმავლობაში საუბრობდნენ. შემდეგ მათ დელეგაციის სხვა წევრებიც შეუერთდნენ. 

ლიდერებმა სამიტზე ქვეყნებს შორის დაძაბულობის განმუხტვისა და ბირთვული განიარაღების საკითხები განიხილეს, შემდეგ კი ლიდერებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, ერებს შორის ახალი ურთიერთობის დაწყებისთვის. ამ დოკუმენტის მიხედვით, ფხენიანმა უნდა იმუშაოს სრულ, შეუქცევად ბირთვულ განიარაღებაზე, რაც აშშ-ის მოთხოვნაა. 
ამ წელმა თავი დაგვამახსოვრა სავაჭრო ომითაც, ავაჭრო ბრუნვა აშშ–სა და ჩინეთს შორის იანვარ–აპრილში 13,2%–ით გაიზარდა და $191,5 მლრდ–ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ ჩინეთის საბაჟოს მთავარი სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ჩინეთის საბაჟოს სტატისტიკის თანახმად, საანალიზო პერიოდში აშშ–ში საქონლის ექსპორტი 13,9%–ით გაიზარდა $135,9 მლრდ–მდე, ხოლო ამერიკული პრდუქციის იმპორტმა 11,6%–ით მეტი – $55,6 მლრდ შეადგინა.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვაში ჩინეთის დადებითმა სალდომ მხოლოდ აპრილში $22,1 მლრდ შეადგინა, რაც მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს 43,8%–ით აღემატება.

ვაშინგტონი და პეკინი 4 მაისს ვერ შეთანხმდნენ სავაჭრო ომის შეწყვეტაზე, თუმცა ამ მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებს ოფიციალური განცხადებები არ გაუკეთებიათ.

სააგენტო Bloomberg-ის მიერ შესწავლილი დოკუმენტების თანახმად, აშშ–მა ჩინეთისგან სავაჭრო დისბალანსის სულ მცირე $200 მლრდ–ით შემცირება მოსთხოვვა 2020 წლამდე პერიოდში.

აშშ–ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები 2018 წელს დაიძაბა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა პროტექციონისტურ ზომებს მიმართა. ეს ყველაფერი ჩინური წარმოების პროდუქციასაც შეეხო. შეზღუდვების ერთ–ერთი მიზეზი სწორედ სავაჭრო დეფიციტი დასახელდა. ჩინეთმა ამის შემდეგ საპასუხო ზომებს მიმართა, რამაც ვაშინგტონში უკმაყოფილება გამოიწვია.

7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო პატრიარქმა კიევში ორი ეგზარქოსი მიავლინა, რომელთაც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი მომზადება ევალებათ. 

მოსკოვი პატრიარქ ბართლომეს გადაწყვეტილებას "ანტიკანონიკურს" უწოდებს და შედეგებზე პასუხისმგებლობას პირადად მსოფლიო პატრიარქსა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ამ გადაწყვეტილების სხვა მხარდამჭერებს აკისრებს. 

მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბოლო მომენტში მოსკოვის საპატრიარქომ უარი განაცხადა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ მოწვეულ კრეტის კრებაზე გამგზავრებულიყო. კრება ათი მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობით მაინც შედგა, რომელზეც არ გაემგზავრნენ რუსეთის სატელიტი მართლმადიდებელი ეკლესიები. მათ შორის, არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

აშშ–ის მიერ იმპორტის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება არ მოიწონეს საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციაში.

ცენტრალური ამერიკიდან მომავალი ათასობით მიგრანტი, რომლებმაც გვატემალის საზღვარი გადაკვეთეს და მექსიკა-ამერიკის საზღვარზე შეერთებული შტატებისგან თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავენ, შესაძლოა დონალდ ტრამპისთვის კარგი წინასაარჩევნო საკითხი აღმოჩნდეს. ამერიკის პრეზიდენტი, რომელსაც ისედაც მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს, სავარაუდოდ, ამას კიდევ უფრო მეტად გამოიყენებს მერყევი ამომრჩევლის დასარწმუნებლად და ერთგული რესპუბლიკელების არჩევანის გასამტკიცებლად.

პრეზიდენტს ეს ქარავანი ეროვნული მასშტაბის განგაშის მიზეზად მიაჩნია. თუკი მექსიკური მხარე ქარავანს არ შეაჩერებს, ტრამპი რეგიონის ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების შეზღუდვით, საზღვარზე ამერიკის სამხედრო ძალების განთავსებით და საზღვრის სრული დახურვით მალევე დაიმუქრა. ვაშინგტონში ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ელიან. სავარაუდოდ, თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი ხელს მოაწერს ბრძანებას იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეიარარებული ძალების 800 წარმომადგენელი გაგზავნონ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე. 

ამერიკის ზოგიერთ შტატში ბიულეტენების ნაწილის დათვლა ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული, როცა ანალიტიკოსებმა მომავალ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიწყეს მსჯელობა. წარმომადგენელთა პალატაში გამარჯვების შემდეგ დემოკრატებს გაცილებით მეტის იმედი მიეცათ. განსაკუთრებული წარმატება მათთვის შუადასავლეთის ჩრდილოეთში მდებარე შტატებში - ვისკონსინში, მიჩიგანსა და პენსილვანიაში მიღწეული გამარჯვება იყო. რესპუბლიკელები კი თავიანთი სენატორების გამარჯვებას ზეიმობენ ისეთ შტატებში, როგორებიცაა ინდიანა, მისური და ფლორიდა. მაშინ, როცა ორივე პარტია იმას ითვლის, რამდენად წაიწია წინ, არსებობს სხვა საყურადღებო ფაქტორებიც.

არჩევნების შემდეგ პირველ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ტრამპმა სცადა ეჩვენებინა, რომ რესპუბლიკელებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატებმა რვა წლის შემდეგ დაიბრუნეს წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუკი დემოკრატები თანახმა იქნებიან, მათ ორპარტიული თანხმობით ბევრი მნიშვნელოვანი კანონის მიღება შეუძლიათ.

რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ რაკი მათმა სენატორობის კანდიდატებმა შეძლეს იმ შტატებში გამარჯვება, სადაც პრეზიდენტი ტრამპი აქტიურ კამპანიას ატარებდა (მისური, ინდიანა) და თავადაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ორი წლის წინ, ეს შესაძლოა 2020 წლისთვისაც კარგის მომასწავებელი იყოს.

დემოკრატები კი თავის ძლიერ მხარეებზე მიუთითებენ და საკუთარი წარმატების არეალს ნიშნავენ. „რესპუბლიკელებმა წააგეს ქალ ამომრჩევლებში, უმცირესობებსა და გარეუბნებში მცხოვრებ მოსახლეობაში. თანაც ისეთი განსხვავებით, რომ ეს 2020 წლისთვის ყველა რესპუბლიკელ კანდიდატს და პრეზიდენტ ტრამპსაც უნდა აწუხებდეს“, - ამბობს სენატის დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი.

23 ივნისს, ჩიანგრაის პროვინციაში მცხოვრებმა 11-დან 16 წლამდე ასაკის თერთმეტმა ფეხბურთელმა და მათმა 25 წლის მწვრთნელმა გამოქვაბულს თავი ძლიერი წვიმის გამო შეაფარეს. წყალდიდობამ მღვიმეში შესასვლელი ჩახერგა და მათი ხსნა უკიდურესად გაართულა. მყვინთავებმა 12 მოზარდი ფეხბურთელის და მათი მწვრთნელისთვის მაღალკალორიული ჟელატინის და წამლების მიწოდება შეძლეს. 13 ადამიანი ტაილანდში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ 9 დღეა გამოქვაბულში იყო.
ხანძარი, რომელმაც კალიფორნიაში 81 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა წლის სტიქიური უბედურებაა, ქალაქ პარადაიზში ცეცხლმა 7 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ქალაქში ათასობით ნაგებობა დაიწვა. ცეცხლი დაახლოებით 69 კვადრატულ კმ-ს მოედო და ქალაქის მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდა. ჩრდილოეთ სან-ფრანცისკოში ცეცხლის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 900-მდე ადამიანია გაუჩინარებული.

 ამერიკის მთავრობის ნაწილის საქმიანობა შეჩერებულია. სავარაუდოდ, შეთანხმების მიღწევა ვერც დღეს მოხერხდება. პრეზიდენტი და დემოკრატი კანონმდებლები ბიუჯეტის იმ ნაწილზე ვერ თანხმდებიან, რომელიც შიდა უსაფრთხოების დეპარატამენტის დაფინანსებასაც მოიცავს. პრეზიდენტი მექსიკასთან სასაზღვრო კედლის ასაშენებლად 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს, ოპოზიცია კი მას მხოლოდ 1.3 მლრდ-ს სთავაზობს და ისიც არა მხოლოდ კედლისთვის, არამედ ზოგადად, სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანი საქართველოს განმარტებას სთხოვს
32 სახელისუფლებო ტროლი, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაციას ცდილობს - MDF-ის ანგარიში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics