14:00 - 19 Jun, 2019
2018-12-27 15:21:58, 2796 ნახვა
გერმანიაში ქურქებისთვის ცხოველებს აღარ დახოცავენ

2017 წლის აგვისტოში გერმანიამ 6 დარჩენილ სასაკლაოს, სადაც ცხოველებს ბეწვისთვის ზრდიდნენ საბოლოო განაჩენი გამოუტანა - ამით საერთაშორისო ცხოველების დაცვის კომპანია PETA-მ, სახელმწიფოს 20 წლიანი სასამართლო ბრძოლა მოუგო.

"20 წლის წინ არავის სჯეროდა, რომ დადგება დღე, როცა გერმანიაში ცხოველებს ქურქებისთვის აღარ გაზრდიან , ჩვენ დაგვცინოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ბრძოლა ამაოა და ვერაფერს გავხდებით, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით", - ნათქვამია "PETA Germany"-ს განცხადებაში.

კანონი ძალაში 2019 წლიდან შევა, ის დარჩენილი 6 "ქურქების" ფერმის ეტაპობრივ გასხვისსებას და გადაიარაღებას გულისხმობს. გასულ წელს ანალოგიური პროცედურა იაპონიამ და ხორვატიამ გაიარა.

ცხოველებისადმი არაადამიანური მოპყრობა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში კანონით ისჯება, მაგრამ როგორ ეპყრობიან სიკვდილისთვის განწირულ ცხოველებს - მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ჰუმანური (თუ შეიძლება ეს სიტყვა ვიხმაროთ ამ კონტექსტში) პატრონია ფერმერი.

ამ 3 წლის განმავლობაში უამრავმა ცნობილმა ბრენდმა (ვერსაჩე, გუჩი, ჯორჯიო არმანი, ბოტეგა, კელვინ კლეინი, რალფ ლორეი, ვივიენ ვესტვუდი და სხვები)  ცხოველების ტყავის და ბეწვის გამოყენებაზე უარი თქვეს. მთავარი მიზეზი, თუ რატომ მოხდა ეს "გარდატეხა" მოდის ინდუსტრიაში , თანამედროვე სინტეტიკური მასალების იმ დონეზე განვითარებაა, რომ სხვაობა მასსა და სინტეტიკას შორის თითქმის უხილავი გახდა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






აკაკი ბობოხიძე - ჩვენ, მართლმადიდებლობა სამწუხაროდ, ვაქციეთ პოლიტიკურ იარაღად
შენობაში, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, ცხოვრება აიკრძალება - თბილისის მერიის ახალი გადაწყვეტილება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics