13:44 - 19 Jun, 2019
2018-12-26 11:19:22, 2787 ნახვა
აშშ-მექსიკის საზღვარზე დაკავებული 8 წლის გვატემალელი მიგრანტი გარდაიცვალა

აშშ-მექსიკის საზღვარზე დაკავებული 8 წლის გვატემალელი მიგრანტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ CNN იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ბავშვი ამერიკულმა მხარემ დააკავა და ის საზღვრის დაცვის საპყრობილეში იყო მოთავსებული. მოგვიანებით ბავშვი შეუძლოდ გახდა, მას მაღალი სიცხე ჰქონდა, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ჯერ უცნობია. 

მედიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გვატემალას მთავრობა ინფორმირებულია და გარდაცვლილი ბიჭის ოჯახთან კომუნიკაცია უკვე შედგა. 

აღსანიშნავია, რომ ეს აშშ-მექსიკის საზღვარზე ბავშვი-მიგრანტის გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა. მანამდე საზღვარზე 7 წლის გოგო დააკავეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






Amnesty International აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და ნიდერლანდების საელჩო - გაფრთხილება ხელისუფლებას
ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი დეპუტატი თბილისშია და მას კობახიძე მიესალმება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics