20:26 - 16 Jul, 2019
2018-12-21 13:34:01, 2683 ნახვა
დონალდ ტრამპი ავღანეთიდან 7 000-მდე ჯარისკაცის გაყვანას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში საკუთარი სამხედრო კონტინგენტის შემცირებას გეგმავს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტს ავღანეთიდან დაახლოებით 7 ათასი ჯარისკაცის გაყვანა სურს. ამ დროისთვის ავღანეთის მისიაში 14 000 ამერიკელი სამხედროა ჩართული. 

მედიის ცნობით, სამხედროების გაყვანის პროცესი შესაძლოა გაჭიანურდეს და ამ პროცედურას რამდენიმე თვე დასჭირდება. 

თეთრი სახლის ლიდერმა კონტინგენტის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება 2 დღის წინ მიიღო და შესაბამისი ბრძანებაც უკვე გასცა. აღსანიშნავია, რომ ტრამპის ამ გადაწყვეტილებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი თანამდებობას ტოვებს. 

ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა ამერიკის ჯარების გაყვანა სირიიდანაც გადაწყვიტა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანი საქართველოს განმარტებას სთხოვს
32 სახელისუფლებო ტროლი, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაციას ცდილობს - MDF-ის ანგარიში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics