13:07 - 19 Jun, 2019
2018-12-19 15:20:37, 2289 ნახვა
რუსეთი საქართველოს საზღვართან მდებარე 2 კურორტის განვითარებას აპირებს

რუსეთის ხელისუფლება საქართველოს საზღვართან მდებარე ორი კურორტის განვითარებას გეგმავს, - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა განაცხადა.

როგორც გოლოდეცმა განმარტა, ხსენებული გადაწყვეტილების მიზეზია ამ მიმართულებით ადგილობრივმა ტურისტულმა პროდუქტმა რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

"ხალხი საქართველოში დადის, მილიონი ადამიანი კვეთს საზღვარს. ეს ძალიან დიდი ფულია. ისინი ტყუილად ხომ არ კვეთენ საზღვარს? იქ სრიალებენ, ჭამენ, ცხოვრობენ და ასე შემდეგ. ჩვენ საქართველოს საზღვართან ორ კურორტს განვავითარებთ. კარგი ბუნებრივი პირობები გვაქვს ტურისტული სექტორის განვითარებისთვის“, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

კონკრეტულად სად გეგმავს რუსეთის მთავრობა კურორტების განვითარებას, გოლოდეცს არ დაუკონკრეტებია. მან რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებს ტურისტული ნაკადის ზრდის გეგმებზე მუშაობა დაავალა.

ინფორმაციას Tass ავრცელებს. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics