13:28 - 19 Jun, 2019
2018-12-17 10:28:36, 2695 ნახვა
„საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი“ - სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას მსოფლიო მედია ეხმაურება

საქართველოს ახალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას მსოფლიო მედია ეხმაურება. 

გამოცემა The Washington Post-ი აქვეყნებს მასალას სათაურით - „საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია პროტესტის ფონზე წარიმართა“. როგორც გამოცემა წერს, ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს მთავარი აქცენტები ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე გააკეთა. The Washington Post-ი იტყობინება, რომ ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავდა და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლის უფლება ხელისუფლებამ არ მისცა და გზა გადაუკეტა. გამოცემა აგრეთვე, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე წერს. 

გერმანული გამოცემა Deutsche Welle იტყობინება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე საქართველოში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა.

"ახალმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მას სურს ქვეყანა დემოკრატიული მიმართულებით განვითარდეს და ეს პროცესი შეუქცევადი იყოს. მან ასევე ისაუბრა, იმაზე, რომ საფრანგეთში მიღებულ გამოცდილებას საქართველოს სასარგებლოდ გამოიყენებს. ზურაბიშვილი აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის მთავარი კურსი იქნება და ამაში საქართველოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები დაეხმარებიან. ამასთან, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებით, პრეზიდენტის როლი ქვეყანაში გახდა ფორმალური.ინაუგურაციის პარალელურად ქვეყანაში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციაციებიც გაიმართა", - წერს DW. 

ინაუგურაციასა და საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე წერს BBC-ის რუსული ბიუროც. BBC-ი ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციის აქციებზე და აღნიშნავს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, პროტესტის ნიშნად საქართველოს პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. მანამდე მათ საპროტესტო აქცია-მსვლელობა მოაწყეს, რომლის ფონზეც ინაუგურაცია მიმდინარეობდა. ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბობს, რომ ზურაბიშვილი ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი წესით აირჩიეს და ის ქვეყნის სათავეში 6 წლის განმავლობაში იქნება.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას რუსული მედიაც ეხმაურება. "რია ნოვოსტი" ზურაბიშვილის სიტყვის იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობაზე ილაპარაკა. გამოცემა წერს, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ერთ-ერთ მთავარ პირობად, მოსკოვის მიერ საერთაშორისო ნორმების შესრულებას ასახელებს. 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics