13:05 - 19 Jun, 2019
2018-12-08 18:12:25, 2692 ნახვა
დონალდ ტრამპი - პარიზში ხალხი გაიძახის „ჩვენ გვინდა ტრამპი!“ მიყვარს საფრანგეთი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„პარიზის შეთანხმება კლიმატის შესახებ საფრანგეთისთვის კარგად არ მუშაობს. პროტესტმა და შეტაკებებმა მთელი საფრანგეთი მოიცვა. ხალხს არ უნდა დიდი თანხის გადახდა ძირითადად მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის, რაც თითქოს გარემოს დაცვას ემსახურება. ხალხი გაიძახის „ჩვენ გვინდა ტრამპი!“ მიყვარს საფრანგეთი“, - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

საწვავის გაძვირების გამო, მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტი საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო. აქციები შეტაკებებსა და დარბევებში გადაიზარდა. პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, ხოლო აქციის მონაწილეები ქალაქის ინფრასტრუქტურას აზიანებდნენ. აქციების დროს ასობით ადამიანი დააკავეს, ასევე ასობით ადამიანი დაშავდა, 4 კი, დაიღუპა.

რაც შეეხება ტრამპის გამოხმაურებას, მან კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შესახებ გასული წლის ივნისში განაცხადა. შეთანხმება ატმოსფეროში ნახშიროჟანგის გავრცელებას ზღუდავს, ასევე 2020 წლამდე განვითარებადი ქვეყნების ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის წევრ ქვეყნებს 100 მილიარდი დოლარის გამოყოფას ავალდებულებს.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics