06:48 - 25 Aug, 2019
2018-12-06 18:16:48, 913 ნახვა
თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის ანგარიშში სამხედრო განათლება მიმოიხილა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშში ყურადღება სამხედრო განათლებაზეც გაამახვილა.

ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო განათლება შეიარაღებული ძალების ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული აქცენტი კარიერულ განვითარებაზე გაამახვილა. ლევან იზორიას განმარტებით, მნიშვნელოვანია დაწინაურების ისეთი სისტემის შექმნა, სადაც კარიერული წინსვლა დამოკიდებული იქნება სამხედროების განათლებაზე და პროფესიულ მომზადებაზე. „განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევის გარეშე, საბჭოების მიერ მიუკერძოებლად ხდება დაწინაურება. ოფიცრის და სერჟანტის კარიერული წინსვლა დამოკიდებული იქნება მხოლოდ მათ უნარებსა და შესაძლებლობებზე“. - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics