22:35 - 24 Aug, 2019
2018-12-06 14:08:31, 967 ნახვა
ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე: არავისზე გაბუტული არ ვარ - ეს სიმბოლური დასტურია, რომ ვარ ყველას პრეზიდენტი

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თელვაში ინაუგურაციის გამართვის საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება. 

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით მას სურს მოსახლეობას დაანახოს, რომ პრეზიდენტი ყირადღებას რეგიონებსაც მიაქცევს. 

„იმ ადგილის ამორჩევა, სადაც ნაკლებმა ადამიანმა მომცა ხმა იმის სიმბოლური დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი. არავისზე არ ვარ გაბუტული, თუნდაც არ მომცეს ხმა. ვთვლი, რომ ინაუგურაციის რეგიონში ჩატარება არის ძალიან სწორი. ქვეყანაში, პრინციპში ყველაფერი ტარდება თბილისში და ეს სწორი არ არის. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ თელავის იმ ამომრჩევლისთვის, რომლებმაც არ მომცეს ხმა, ეს არის გზავნილი მთელი იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც თავი შეიკავა ჩემთვის ხმის მიცემისგან და სხვადასხვა პარტიას დაუჭირა მხარი, რომ მე მათი პრეზიდენტიც ვიქნები. ამისთვის მზად ვარ და ეს არის ამის მაჩვენებელი",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, ზურაბიშვილს სურს, რომ ინაუგურაცია სადა სცენარით და ევროპული ფორმით წარიმართოს.

„კომისია არის შექმნილი და მოსამზადებელ ეტაპზე არის პასუხისმგებელი. კომისიაში შედის ყველა ის უწყება, რომელიც დაკავშირებულია ინაუგურაციასთან. ასევე, ალბათ დღეიდან დაიწყება სცენარებზე მუშაობა, რომელიც მე უნდა გამაცნონ დღეს ან ხვალ, სცენარების რა ვარიანტები არსებობს. მომხრე ვარ, რაც შეიძლება სადა სცენარის, რასაც მე ვთვლი ევროპულ ფორმად. არ მინახავს არც ერთი სცენარი. ალბათ არის სხვადასხვა ვარიანტი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics