06:47 - 25 Aug, 2019
2018-12-06 13:55:33, 1615 ნახვა
CNN: აშშ შავ ზღვაში გემების გაგზავნას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები შავ ზღვაში გემების გაგზავნას აპირებს, - ამის შესახებ CNN სამ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გაუგზავნა შესაბამისი შეტყობინება თურქეთის ხელისუფლებას. 

მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკამ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებზე თავდასხმა განახორციელა. 

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics