13:05 - 24 Jun, 2019
2018-11-27 11:45:00, 3657 ნახვა
NASA-ს ხომალდი მარსზე წარმატებით დაეშვა

7-თვიანი ფრენის შემდეგ, NASA-ს ხომალდი მარსზე წარმატებით დაეშვა, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხომალდ InSight-ის მიერ გამოგზავნილ სიგნალს თან ერთვოდა მარსის ზედაპირის ფოტოც.

მედიის ცნობით, მისია აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს 850 მილიონი დოლარი დაუჯდა. InSight წითელი პლანეტის წიაღისა და შემადგენლობის შესახებ მოგვაწვდის ცნობებს. ის პლანეტის გეოლოგიურ შემადგენლობას შეისწავლის. ხომალდი მარსის შესწავლას დაშვებიდან 3 თვეში დაიწყებს. NASA-ს სპეციალისტები აცხადებენ, რომ ხომალდი პლანეტაზე დაახლოებით 2020 წლის ნოემბრამდე იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ მარსზე დაშვების სულ 44 მცდელობა იყო, თუმცა აქედან მხოლოდ 18 აღმოჩნდა წარმატებული.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე






2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება - საზოგადოების პროტესტის შედეგი
მეუფე იაკობი: მეუფე პეტრე ჯობია ჭკვიანად იყოს და თავის საქმეს მიხედოს, იცის რაც დაემართება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics