22:55 - 17 Jun, 2019
2018-11-16 12:06:57, 2747 ნახვა
კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იაპონელ მინისტრს კომპიუტერით არასდროს უსარგებლია

კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა 68 წლის იაპონელმა მინისტრმა იოსიტაკა საკურადამ აღიარა, რომ კომპიუტერით არასდროს უსარგებლია, - ამის შესახებ Kyodo News იუწყება.

შესაბბამისი განცხადება სახელმწიფო მინისტრმა იაპონელ დეპუტატებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მინისტრის მტკიცებით, ის საკუთარ თანამშრომლებსა და მდივნებს 25 წლის ასაკიდან მხოლოდ განკარგულებებს აძლევს.

"ცხოვრებაში არასდროს მისარგებლია კომპიუტერით", - აღნიშნა მან.

ერთ-ერთი დეპუტატი დაინტერესდა გამოიყენება თუ არა იაპონურ ატომურ ელექტროსადგურებზე USB-ფლეშკები, თუმცა საკურადამ კითხვას ვერ უპასუხა და განაცხადა, რომ ამაზე პასუხი სპეციალისტებმა უნდა გასცენ.

პოლიტიკოსებმა მინისტრი აღნიშნულის გამო გააკრიტიკეს და აღნიშნეს, ის თანამდებობისთვის შეუფერებელი პირია.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics