13:25 - 24 Aug, 2019
2018-10-31 15:59:05, 4907 ნახვა
APPLE-მა ახალი პროდუქტები - MacBook Air-ი, Mac mini-ი, IPad-ი და Apple Pencil-ი წარადგინა

კომპანია APPLE-მა წლის ყველაზე მასშტაბურ წვეულებაზე 4 ახალი პროდუქტი - MacBook Air-ი, Mac mini-ი, IPad-ი და განახლებული Apple Pencil-ი წარადგინა.

ღონისძიება ნიუ-იორკში, ბრუკლინის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, მასზე ათასობით მოხალისე, ბლოგერი და სხვადასხვა შემოქმედებითი სპეციალობის ადამიანი იქნა მიწვეული.


კომპანიამ განახლებული და ბევრისთვის საყვარელი MacBook Air-ის ბევრად თხელი და ელეგანტური ვერსია წარადგინა. ამ პროდუქტის ღირებულება $1,199.00 - $1,399.00 იქნება.

 

აგრეთვე განახლებული მინი კომპიუტერი Mac mini, თითქმის უცვლელ კორპუსში, მაგრამ გაუმჯობესებული მონაცემებით $799.00 - $1,099.00 ეღირება.


ახალ, თითქმის მთლიანად სახეშეცვლილ IPad Pro-ს წინა ღილაკი და ჩარჩოები მოაშორეს, ხოლო კორპუსის ფორმა ბევრად მკაცრი და გეომეტრიული გახდა. 11 ინჩიანი Ipad Pro-ს ფასი 800$-დან, ხოლო 12.9 ინჩიანის, 999$-დან იწყება.

რაც შეეხება Apple Pencil-ს , ის კვლავ თეთრი ფერის, მრგვალი, მაგრამ ერთი მხრიდან ბრტყელია. მაგნიტური დამტენი, რომელიც პანელით შეძლებს ახალ IPad Pro-სთან დაკავშირებას, 129 $ ეღირება.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics