23:29 - 17 Jun, 2019
2018-10-27 20:05:01, 2251 ნახვა
სარესტრონო ბიზნესის წარმომადგენლები დახმარებას ითხოვენ

თამბაქოს კონტროლის კანონის საკომუნიკაციო პროგრამის ფარგლებში, რესტორატორთა ასოციაციის წევრებს, ე.წ. სამასპინძლო ბიზნესის წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ხელისუფლების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, თამბაქოს კონტროლის ალიანსის წევრები და მედიის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო უშუალოდ რესტორნების მეპატრონეებისგან შეეტყოთ ზამთრის სეზონზე გადასვლის შემდეგ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების შედეგები, ამ პროცესს რაიმე სირთულეები მოჰყვა თუ არა, ან როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ზამთრის პერიოდში.  

რესტორნების მეპატრონეებმა შეხვედრაზე ერთხმად აღნიშნეს, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და საზოგადოება გარეთ მოსაწევად ფაქტობრივად უყოყმანოდ გავიდა. ამიტომაც ისინი მიიჩნევენ, რომ კანონის აღსრულება არც ზამთარში შექმნის პრობლემებს, თუმცა, შესაძლოა, უმნიშვნელოდ მოიმატოს იმ მომხმარებელთა რაოდენობამ, რომელიც მოსაწევად ცივ ამინდებში გარეთ გასვლას გააპროტესტებს.

რესტორნების მეპატრონეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ბიუროკრატიული მექანიზმების გამო, რომელიც მათ რესტორნის მიმდებარედ, გარე სივრცის მოწყობის მცდელობის დროს ხვდებათ. „კვირაობით და თვეობით გაჭიანურებული პასუხი იმაზე, გარე სივრცეში გვაქვს თუ არა რამდენიმე მაგიდის დადგმის უფლება, მნიშვნელოვნად აფერხებს ჩვენს ბიზნესს.“ აცხადებენ მერესტორნეები. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მათ სთხოვა, ოფიციალური წერილით მიმართონ პარლამენტს და უშუამდგომლებს ამ პრობლემის მოგვარებაში.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებით, რომელიც კანონის აღსრულების მონიტორინგის პროცესსაც კურირებს, ზამთრის პერიოდში,  მონიტორინგის პროცესი გაძლიერდება როგორც სამასპინძლო ბიზნესის კუთვნილ შენობებში, ყველა დახურულ სივრცეში, სადაც კანონით მოწევა დაუშვებელია.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics