13:22 - 24 Aug, 2019
2018-10-07 11:33:42, 4618 ნახვა
სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის ხსოვნას პატივი მიაგეს

გოდერძი ჩოხელს 64 წელი შეუსრულდებოდა. სახელოვანი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მშობლიურ სოფელ ჩოხში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ გოდერძი ჩოხელის ხსოვნას პატივი მიაგო და ეს დღე  მწერლის ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, მისი ნიჭისა და შემოქმედების თაყვანისმცემლებთან ერთად გაატარა.

შალვა კერესელიძის განცხადებით გოდერძი ჩოხელმა კუთვნილი დაფასება ცხოვრებაში ვერ მიიღო, მაგრამ ქართველი ერისთვის ის იყო, არის და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

„გოდერძი ჩოხელი ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. გოდერძი იყო ადამიანი, რომელსაც უყვარდა საკუთარი საქმე, საკუთარი ქვეყანა და ხალხი. სწორედ ხალხისთვის იქმნებოდა ის დიდი ნამუშევრები, რომლისთვისაც მან არაერთი ჯილდო, პრემია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მკითხველის სიყვარული დაიმსახურა. დღეს, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს უდიდეს პატივისცემას და გოდერძის ოჯახთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად პატივს მივაგებთ მის ხსოვნას“ - განაცხადა მხარის გუბერნატორმა შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიების ფარგლებში გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. 
კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ქართველი მწერლის, სცენარისტისა და კინორეჟისორის განვლილ გზაზე ისაუბრეს, მისი ცხოვრებიდან არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაიხსენეს. 

ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, მოეწყო დოღი. ღონისძიებაზე მისულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ ტრადიციული ქართული კერძები დაეგემოვნებინათ.

ღონისძიებას მხარის გუბერნატორთან ერთად დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics