14:03 - 24 Aug, 2019
2018-09-25 18:15:17, 6382 ნახვა
28 სექტემბერს, „ეთნოფესტი 2018“ გაიხსნება

ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის მეორე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2018“ 28 სექტემბერს გაიხსნება, რომელსაც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი თბილისის მერიის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

„ეთნოფესტი 2018“-ის შესახებ პრესკონფერენცია თბილისის საკრებულოში გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელმძღვანელი თათია ბიძინაშვილი და პროექტის ორგანიზატორი მაკა დვალიშვილი უძღვებოდნენ.  

„ეთნოფესტი“ კიდევ ერთი ტრადიციული ატრაქციაა თბილისში, რომელიც რეგიონის ყველაზე მასშტაბური ფესტივალია და დარწმუნებული ვარ, სულ მალე, მსგავსი ტიპის საერთაშორისო ფესტივალებს შორის ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. თბილისის მერია შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას მაქსიმალურად  მხარს უჭერს. ჩვენ გვაქვს სპეციალური კოდი „კრეატიული თბილისი“, საიდანაც მსგავსი ტიპის ოსტატებს ვუჭერთ მხარს და ვაფინანსებთ. მიხარია, რომ მსგავსი ტიპის პლატფორმაზე, უკვე 150-ზე მეტი არტისტია გაერთიანებული, მათ შორის რეგიონებიდან“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

150-ზე მეტი ოსტატი, დიზაინერი, მწარმოებელი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, სამი დღის განმავლობაში 28, 29, 30 სექტემბერს საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-4, მე-5, მე-6 პავილიონებში თავიანთ პროდუქციას წარადგენენ. პარალელურად დიზაინერები და მარკეტოლოგები აშშ-დან, ჰოლანდიიდან, ინგლისიდან და სხვა ქვეყნებიდან, საჯარო ლექციებს ჩაატარებენ.

„ეთნოფესტი 2018“ - ის ფარგლებში დამატებითი საგანმანათლებლო გამოფენები გაიმართება. 30 სექტემბერს კი,  საზეიმო დახურვაზე კონკურსის „საუკეთესო სტენდი“  გამოვლინდება.

„ეთნოფესტი-2018“-ის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, თბილისის სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რუსთავის მუნიციპალიტეტი, ქ.გორის მუნიციპალიტეტი, აშშ-ს საელჩო საქართველოში და ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.  

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics