14:25 - 24 Aug, 2019
2018-09-22 10:41:04, 7076 ნახვა
ევროპის მოედანზე The Tiger Lillies კონცერტი გაიმართა

თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი The Tiger Lillies  ევროპის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგა. 

კონცერტს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიაც დაესწრო. მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში კიდევ რამდენიმე საინტერესო წარმოდგენა იგეგმება. 

“The Tiger Lillies კონცერტმა წარმატებით ჩაიარა. ეს არის ცნობილი ბრიტანული ბენდი, რომლის მუსიკა ომამდელი ბერლინის კაბარეს, ანარქიული ოპერისა და ბოშური მუსიკის ნაზავია. ჯგუფი პოსტმოდერნისტული ვოდევილის ფორმებით, შეუდარებელი In Air Face შოუებით ახერხებს მსმენელის მოხიბვლას. ამ ჯგუფის თაყვანისმცემლებს მიეცათ უნიკალური შანსი, რომ ღია ცის ქვეშ დასწრებოდნენ მათ კონცერტს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. 
The Tiger Lillies 1989 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ათეულობით წელია, ის მსოფლიოს ყველა სცენის ყველაზე სასურველი სტუმარია. ჯგუფის უნიკალური და ორიგინალური შესრულება იშვიათობად მიიჩნევა, რომელსაც შეიძლება ადამიანი მუსიკალურ ხელოვნებაში გადაეყაროს. 
მარტინ ჟაკს, ანსამბლის ფრონტმენს, სიმღერების ავტორსა და ჯგუფის შემქმნელს 1989 წელს პირველი აკორდეონი გაუჩნდა, ამის შემდეგ ძალიან მალევე შეიქმნა The Tiger Lillies. ჯგუფმა თავიდანვე შეიმუშავა თავისი გამორჩეული ჟღერადობა, სტილი და გზა გაიკვლია ლონდონის პაბებიდან პიკადილის თეატრამდე, ქუჩის მუსიკოსობიდან სიდნეის საოპერო თეატრის სცენამდე. 
მალე The Tiger Lillies-მა მსოფლიო მოიარა საკონცერტო ტურითა და სხვადასხვა თეატრალურ და არტ პროექტებში მონაწილეობით. ჯგუფის მიღწევებიდან ყველაზე გამორჩეული ლოურენს ოლივიეს პრემიაა, საკულტო სიმღერად ქცეული ჰიტისთვის - Shockheaded Peter და გრემი ალბომისათვის - The Gorey End. 

უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში The Tiger Lillies წელიწადში საშუალოდ 200 გამოსვლა აქვს. The Tiger Lillies მსოფლიოს მრავალ შოუში მიუღია მონაწილეობა და ხელოვნების ყველა სფეროს არტისტებთან უმუშავია.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics