13:27 - 24 Aug, 2019
2018-09-18 13:21:25, 7598 ნახვა
Eastern Promotions და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ფესტივალს - Jazz and Wine Kakheti

21-23 სექტემბერს, კახეთში, სასტუმროში „Lopota Lake Resort & Spa", რიგით მეორე ფესტივალი -  „Jazz and Wine Kakheti" გაიმართება.

ფესტივალში, ტრადიციულად მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ. წლევანდელი „Jazz & Wine Kakheti"-ს ჰედლაინერები ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი ჯუდით ჰილი და ბლუზის ერთ-ერთი მიმდინარეობის, თანამედროვე ზაიდეკოს მუსიკალური სტილის შემსრულებელი დუენი დოპსი არიან. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ: Aglio Olio & Swing, Yessa, Bahama Soul Club და სხვა.

„Jazz and Wine Kakheti"-ს ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება - ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციას და ჯაზური მუსიკის ფონზე, სტუმრებს შესაძლებლობას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახებოის ღვინო; სამი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რთველში, ამოავლონ ჩურჩხელა და დაწურონ ღვინო.

თიბისი სტატუსის მომხმარებლები „Jazz and Wine Kakheti"-ს ფესტივალზე დასასწრები ბილეთების, ასევე სასტუმროს ნაკრების შეძენას ტრადიცულად  20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.  ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია tkt.ge-ზე.

ფესტივალის პროგრამის, ასევე ბილეთების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე:  

https://beta.tkt.ge/Show/5132/jazz-and-wine-kakheti

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics