19:37 - 17 Jul, 2019
2018-09-14 18:02:15, 302 ნახვა
მეფუტკრე-ფერმერებს ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონში მეფუტკრე-ფერმერებს შეხვდნენ, ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების კუთხით რეკომენდაციები გაუწიეს.

სპეციალისტებმა ადგილობრივებს ფუტკრის დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების, საფუტკრის მოწყობის, საშემოდგომო სამუშაობის და ფუტკრის საკვები ბაზის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ფუტკრის მასობრივ გაუჩინარებაზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ქართული თაფლისთვის ევროპის ბაზარი გაიხსნა, ფერმერების მხრიდან მეფუტკრეობის და თაფლის წარმოების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველოში ამ დროისთვის 40-50 ათასი მეფუტკრეა. მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტიანი დარგია და მას  მზარდი საექსპორტო პოტენციალი აქვს.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics