20:28 - 16 Jul, 2019
2018-09-14 14:53:24, 2313 ნახვა
ერგნეთში IPRM-ის შეხვედრა ჩაიშალა - დე-ფაქტო ხელისუფლება ტატუნაშვილის და ბაშარულის საკითხის ამოღებას ითხოვდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 89-ე შეხვედრა ჩაიშალა.

როგორც "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის ჩაშლის მიზეზი დე-ფაქტო ხელისუფლების პროტესტი გახდა. 

"ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს.
მათ IPRM-ის დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვეს. აღნიშნული საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა და IPRM-ის ფორმატში ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის, რადგან მსგავსი მოთხოვნები ეწინააღმდეგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს", - ნათვამია სუს-ის განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანი საქართველოს განმარტებას სთხოვს
32 სახელისუფლებო ტროლი, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაციას ცდილობს - MDF-ის ანგარიში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics