19:29 - 17 Jul, 2019
2018-09-14 14:06:30, 642 ნახვა
ოფიციალური მოსკოვი აშშ-ს საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობაზე განმარტებას სთხოვს

რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს  საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს წარმომადგენელზე, მარია ზახაროვაზე დაყრდნობით იუწყება. 

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, რუსეთს ლაბორატორიაში არსებული ვითარება აწუხებს, ვინაიდან ლაბორატორია საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული. 

„სუვერენული სახელმწიფოები, ამ სახელმწიფოების მოსახლეობაზე, მოქალაქეებზე სიცოცხლისთვის საშიშ ექსპერიმენტებს და ცდებს არ უნდა ატარებდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ოფიციალურ განმარტებას მოსთხოვს იგორ გიორგაძის მიერ წარდგენილ ფაქტებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, სუვერენულმა სახელმწიფოებმა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა იმიტომ არ მოიპოვეს, რომ მათ მოსახლეობაზე უცხოელმა სამხედროებმა ბიოლოგიური ექსპერიმენტები ჩაატარონ. ზუსტად ეს ხდება“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ლუგარის ლაბორატორიაში აშშ-ს სამხედრო და კერძო კონტრაქტორები სავარაუდოდ, საიდუმლო ცდებს ატარებდნენ. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics