18:43 - 17 Jul, 2019
2018-09-14 12:52:48, 480 ნახვა
​დაპირისპირება გორში - მოსახლეობა 18 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს (ვიდეო)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. 

აქციის მონაწილეები18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმის სრულფასოვან გამოძიებას და მკვლელის დასჯას ითხოვენ. 

მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად, გორის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, რაც სამართალდამცველებთან სიტყვიერ დაპირისპირებასა და შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ადგილზე ათობით პოლიციელია მობილიზებული.  

შეგახსენებთ, თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე 6 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გარდაცვლილის მამა, მერაბ მერებაშვილი აცხადებს, მისი შვილი მოკლულია. მისივე თქმით, გარდაცვალებამდე თორნიკე მერებაშვილმა ბიძაშვილს დაურეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო და დახმარება სჭირდებოდა. შვილმკვდარი მამა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების არასწორი კუთხით წარმოებაში ადანაშაულებს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 117-ე და 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

 

 








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics