10:28 - 27 Jun, 2019
2018-08-17 17:33:57, 5389 ნახვა
ვინ არის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი

ამერიკელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალია, - ამის შესახებ ინფორმაცია Forbes-მა 16 აგვისტოს, საკუთარ საიტზე განათავსა.

12 თვეში 33 წლის იოჰანსონმა 40,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მისი შემოსავალი კინოფილმ "შურის მაძიებლების", გადაღების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა რომელიც 2019 წელს გამოვა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ათეულში მეორე ადგილს ანჯელინა ჯოლი იკავებს, რომელსაც "მალეფისენტის" მეორე ნაწილში გადაღებაში 28 მილიონი დოლარი გადაუხადეს, კინოფილმის პრემიერა 2020 წელს გაიმართება. ტოპ სამეულს ჯენიფერ ენისტონმა 19,5 მილიონით "დახურა".

ათეულში აგრეთვე არიან: ჯენიფერ ლოურენსი, რიზ ვიზერსპუნი, ქეით ბლანშეტი, გალ გაგოტი, ჯულია რობერტსი, მილა კუნისი და მელისა მაკარტნი. ათმა მსახიობმა ჯამურად მთელი წლის განმავლობაში გადასახადების დაბეგვრის გარეშე 186 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 16% აღემატება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ტოპ ათეულს წინ ემა სტოუნი უძღოდა. მისი შემოსავალი ლინოფილმ "ლა-ლა ლენდიდან" 26 მილიონ დოლარს გადააჭარბა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის ბიუროს სხდომა






ნიკა მელიას იმუნიტეტი აღარ იცავს - გადაწყვეტილების კრიტიკული შეფასებები
ყველა ჩხუბი, რომლის ნახვაც დღეს პარლამენტში შეგეძლოთ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics