08:59 - 22 Aug, 2019
2018-07-14 16:39:36, 2300 ნახვა
მარგველაშვილი: თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა მიუღებელი ნამდვილად არ არის

„თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა მიუღებელი ნამდვილად არ არის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა TV 25-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რიჟვაძის წინააღმდეგ სერიოზული არგუმენტები ჯერჯერობით არავისგან მოუსმენია.

„რას გავაკეთებ გამოჩნდება ცოტა ხანში, მაგრამ მიუღებელი ნამდვილად არ არის. მე გარდა იმისა, რომ ადამიანი ახალგაზრდაა, ჯერჯერობით სერიოზული კრიტიკა ამ ადამიანის თაობაზე არ მომისმენია არც დახურულ შეხვედრებზე, არც მედიაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსულტაციებს უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პარტიასთან მართავს.

„მე გუშინ ვესაუბრე არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ ყველა პარტიის წარმომადგენელს, რომელიც არის უმაღლესი საბჭოში წარმოდგენილი. მე შევეცადე, პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს აჭარაში, იყოს მაქსიმალურად საზოგადოების და პოლიტიკური ძალების შემკრები პროცესი და იმედი მაქვს, რომ ეს გამომდის. საქმე ისაა, რომ ასეთი ღია და პოლიტიკურად ინკლუზიური ჩართვითი პროცესი არის ერთ-ერთი ნაწილი დემოკრატიული სახელმწიფო ფუნქციონირების. კონსტიტუციის მიხედვით, ჩემი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ მე უნდა წარვადგინო რეგიონის ხელმძღვანელის კანდიდატურა და ეს უნდა განხორციელდეს მაქსიმალური კონსულტაციების გზით. ეს კონსულტაციები ახლაც გრძელდება და მე იმედი მაქვს, შევძლებთ ჩამოვყალიბდეთ ისეთ კანდიდატზე, რომელიც იქნება რეგიონისთვის სასარგებლო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics